ფეხბურთი

14:20 | 14.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

კასილიასი ბუფონს: "არ მინდა თვალცრემლიანს გხედავდე"

ლეგენდარული ესპანელი მეკარე იკერ კასილიასი სოციალურ ქსელში ჯანლუიჯი ბუფონის ფოტოსა და ემოციურ წერილს აქვეყნებს.

როგორც ესპანელმა კიპერმა დაწერა, მას არ სურს, რომ თვალცრემლიან ბუფონს ხედავდეს:

“არ მომწონს ასეთს რომ გხედავ. მინდა, რომ გხედავდე ისეთს, როგორც აქამდე. შენ ხარ ნამდვილი ლეგენდა. ვამაყობ, რომ გიცნობ. ვამაყობ, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ ბევრჯერ გვითამაშია. შენ უნდა გააგრძელო ფეხბურთით გართობა, მეგობარო, პირველო ნომერო”, - წერს კასილიასი სოციალურ ქსელში.

კასილიასის გარდა, ბუფონი სოციალური ქსელის მეშვეობით სხვა კოლეგებმაც გაამხნევეს. მათ შორის, სერხიო რამოსმა, რობერტ ლევანდოვსკიმ და ესამ ელ ჰადარიმ. განსაკუთრებით საინტერესო სწორედ ეგვიპტის ნაკრების 44 წლის კაპიტნის წერილი იყო:

“ნამდვილად ვერ ვპოულობ საჭირო სიტყვებს. ჩემთვის ერთადერთი ნუგეში ისაა, რომ იქ ვიქნები, რასაც შენ დააკლდები... მსოფლიოში ყველა მეკარე შენთვის თამაშობს. ლეგენდავ, აპლოდისმენტები”, - დაწერა ელ ჰადარიმ.

“მსოფლიოს მოენატრები – მეგობარო, ძალიან დიდი ხარ”, - ეს რამოსის პოსტია ტვიტერში. რობერტ ლევანდოვსკი კი უფრო ლაკონურად შემოიფარგლა:

“ლეგენდა, ჯანლუიჯი ბუფონი”, - ვკითხულობთ პოლონელის სოციალურ ქსელში.

0.12263