ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მერვე ტურის მატჩში “რეალი” “ბარსელონასთან” 80:84 დამარცხდა.
ხუან კარლოს ნავარომ “ელ-კლასიკოში” 63-ედ ითამაშა, რითაც “ბარსელონას” ყოფილ კალათბურთელს (1977-96) ხუან ანტონიო სან ეპიფანიოს გადაასწრო. ხუან კარლოსი აღნიშნული მაჩვენებლით რეკორდსმენია.