ფეხბურთი

14:57 | 13.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალო" "ბროდარაცს" "მიხეილ მესხზე" უმასპინძლებს

უეფას ახალგაზრდული ლიგის მეორე წრის განმეორებით შეხვედრაში დედაქალაქური "საბურთალო" სერბეთის "ბროდარაცს" მიხეილ მესხის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე უმასპინძლებს. მატჩი 22 ნოემბერს, 18:00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ "საბურთალოს" პრესსამსახური იტყობინება.

ქართული კლუბის მეტოქე თბილისში 20 ნოემბერს ჩამოვა და სასტუმრო "გოლდენ პალასში" დაბინავდება.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი, რომელიც სერბეთში გაიმართა, 1:1 დასრულდა.

0.113276