კატალონიის “ბარსელონას” მარცხენა მცველი ჟორდი ალბა ბედნიერია, რომ ნეიმარი გუნდიდან წავიდა. როგორც ესპანელმა მცველმა Mundo Deportivo-ს უთხრა, ბრაზილიელის წასვლის შემდეგ თვითონ უკეთ ათამაშდა.
“ნეიმარი დიდი ფეხბურთელია, მაგრამ “ბარსელონადან” წასვლა სურდა. საბოლოო ჯამში, ბევრი ფეხბურთელი წასულა გუნდიდან და მაღალ დონეზე ისევ უთამაშია, მაგრამ პირადად მე კმაყოფილი ვარ, რომ ასე მოხდა. ნეიმარის არყოფნაში მეტი თავისუფლება მაქვს მარცხენა ფლანგზე და ნამდვილად უკეთ ვთამაშობ, ვიდრე ბრაზილიელის გვერდით”, - განაცხადა ჟორდი ალბამ.
შეგახსენებთ, ნეიმარი “ბარსელონადან” გასულ ზაფხულს “პარი სენ ჟერმენს” სარეკორდო თანხის 222 მილიონი ევრის სანაცვლოდ შეუერთდა. 28 წლის ალბამ კი მიმდინარე სეზონში 14 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.