ფეხბურთი

23:05 | 10.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ კონტესთან მოლაპარაკებას აწარმოებს

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე “პარი სენ ჟერმენს” დაუკავშირეს. როგორც Le parisien-ი იტყობინება, ფრანგული კლუბი იტალიელ სპეციალისტთან უკვე მოლაპარაკებას აწარმოებს.

წყაროს ცნობით, თუ პსჟ მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში არ გავა, უნაი ემერის დაკავებული პოსტის დატოვება მოუწევს. აღსანიშნავია, რომ ესპანელს პარიზელებთან ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

რაც შეეხება კონტეს, “ჩელსისთან” კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. თუმცა, აქამდე ხშირად ვრცელდებოდა ხმები, რომ იგი ლონდონის დატოვებას მიმდინარე სეზონის ბოლოს აპირებს.

0.131763