დღეს, მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფში შვედეთისა და იტალიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ამ გუნდთა დაპირისპირების ისტორიას დიდი და სკანდალური მატჩებიც ახსოვს.
ევროპის 2004 წლის ჩემპიონატი – მეორე ტურში პორტუს “დრაგაუზე” ანტონიო კასანომ ანგარიში გახსნა, მერე “სკუადრაა აძურა” უპირატესობას ისევ ფლობდა, მაგრამ მეორე გოლი, რომელიც თამაშის ბედს გადაწყვეტდა, ვერ გაიტანა. 85-ე წუთზე კი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დაუვიწყარი გოლი გაიტანა ჯანლუიჯი ბუფონის კარში – 1:1.
თუმცა, ეს არაფერი იყო იმასთან, რაც ბოლო ტურში მოხდა. იტალიამ ბულგარეთი დაამარცხა, მაგრამ თუ პარალელურ მატჩში დანიასა და შვედეთს შორის (2:2 ან უფრო შედეგიანი) ფრე დაფიქსირდებოდა, აპენინელები ჯგუფში რჩებოდნენ. შვედეთი დანიას 89-ე წუთამდე ამარცხებდა, მაგრამ მეზობელმა დანიამ გაათანაბრა და სწორედაც რომ, 2:2 დაფიქსირდა. მაშინ, ყველამ ჩათვალა, რომ სკანდინავიამ აპენინი ჩაძირა.
გავიდა 13 წელზე მეტი და ეს თემა ისევ აქტუალურია. იტალიაში რევანში სწყურიათ და ახლა კარგი შანსი მიეცათ. ისე, ნაწილობრივ “სკუადრა აძურამ” რევანში მაინც აიღი – ევრო 2016-ზე ედერის გოლით დაამარცხა მეტოქე, თვითონ პლეი-ოფი გაინაღდა, ხოლო შვედეთს ჯგუფში ჩარჩენა გაუფორმა.
მთლიანობაში, იტალიისა და შვედეთის ნაკრებთა მატჩების ისტორია 1912 წლის ოლიმპიური თამაშებიდან დაიწყო (იტალიამ 1:0 მოიგო). ჯამში კი, დღემდე 24 შეხვედრა გამართეს ერთმანეთში. აპენინელები უპირატესობას ფლობენ: 12 მოგება, 6 ფრე, 6 წაგება, 30:25 ბურთების ბალანსი.
დღევანდელი შეხვედრა სტოკჰოლმში გაიმართება და თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.