კალათბურთი

13:17 | 10.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

2020 წლის “ოლ სტარს” ჩიკაგო უმასპინძლებს

2020 წელს NBA-ს “ყველა ვარსკვლავის” მატჩს “ჩიკაგო ბულზის” საშინაო არენა უმასპინძლებს. Yahoo Sport-ის ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე დღეში ოფიციალური გახდება.

ჩიკაგოში “ოლ სტარი” ბოლოს 1988 წელს ჩატარდა, როდესაც მაიკლ ჯორდანი “ყველა ვარსკვლავის” მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. “მფრინავმა” მაიკლმა იმ წელს ჩატენვების კონკურსიც მოიგო.

“ოლ სტარი” 2018 წელს ლოს ანჯელესში გაიმართება, ხოლო 2019-ში “შარლოტ ჰორნეტსის” დარბაზში.

თეგები“ოლ სტარი”
0.113637