საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შესარჩევი ციკლის მეოთხე მატჩს დღეს ჩაატარებს - ფინეთს უმასპინძლებს. თამაში “მიხეილ მესხის” სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.
გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა წინა სამი მატჩი წააგო: პოლონეთთან შინ 0:3, სტუმრად დანიასთან 2:5 და ასევე სტუმრად, ფარერებთან 1:3.
ფინელებს სამ შეხვედრაში ორი ქულა აქვთ: პოლონეთთან გასვლაზე 3:3, ფარერებთან შინ 1:1 და ასევე შინ, დანიასთან 0:5 წაგება. მოკლედ, დანია და პოლონეთი აშკარად წინ გავიდნენ, საუკეთესონი არიან.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ტრავმის გამო დააკლდებიან გიორგი ხარაიშვილი, ლუკა ლაკვეხელიანი (ორივე – საბურთალო), რომან ჩაჩუა (შუქურა), გიორგი ზარია (დინამო თბ) და გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი). შეგახსენებთ, ჩვენებს 14 ნოემბერს კიდევ ერთი საშინაო მატჩი ელით – ლიტვასთან.
მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო), ოთო გოშაძე (საბურთალო), ლევან შოვნაძე (დინამო ბთ);
მცველები: გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო კიევი, უკრაინა), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), აკაკი შულაია (დინამო თბ), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), დავით კობოური (დინამო თბ), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო);
ნახევარმცველები: ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), ნიკოლოზ ბაშალეიშვილი (თელავი), ლადო მოხევიშვილი (ალბასეტე, ესპანეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბ), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიტვა);
თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე (დინამო თბ), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), რომან ჭანტურია (პრატო, იტალია), ვატო არველაძე (ლოკომოტივი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა).
სტადიონზე დასწრება თავისუფალია. პირდაპირი რეპორტაჟი ტელეკომპანია "სეტანტას" ეთერში გადაიცემა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საიტზეც შეიძლება ნახვა.
1. | დანია | 4 | 4 | 0 | 0 | 19:2 | 12 | |
2. | პოლონეთი | 3 | 2 | 1 | 0 | 8:3 | 7 | |
3. | ფარერები | 4 | 1 | 1 | 2 | 4:8 | 4 | |
4. | ლიტვა | 3 | 1 | 0 | 2 | 3:8 | 3 | |
5. | ფინეთი | 3 | 0 | 2 | 1 | 4:9 | 2 | |
6. | საქართველო | 3 | 0 | 0 | 3 | 3:11 | 0 |