“მინესოტა ტიმბერვულვზის” ერთ-ერთმა ლიდერმა ჯიმი ბატლერმა განაცხადა, რომ “მინესოტას” შეუძლია ნბა-ს ჩემპიონი გახდეს.
“მინდა, რომ ჩემპიონები გავხდეთ. ეს არის ერთადერთი მიზანი, თუ რატომაც ვთამაშობ. ახლა ჩემპიონობის კარგი შანსი გვაქვს”- განაცხადა ბატლერმა.
მიმდინარე სეზონში “მინესოტა” 7 მოგებით და 4 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილს იკავებს.