დიდი შანსია, კახა ცხადაძე კვიპროსული “ეთნიკოსის” მთავარი მწვრთნელი გახდეს. ინფორმაცია ერთ-ერთი კვიპროსული წყაროდან შევიტყვეთ.
ახნას “ეთნიკოსი” კვიპროსის უმაღლეს ლიგაში ბოლო ადგილზეა. გუნდში თამაშობენ გიორგი ილურიძე და რუსეთის მოქალაქე ნიკოლაი ყიფიანი, რომელიც ამ სეზონში გუნდის ბომბარდირია 4 გოლით.
გასულ სეზონში კი, როგორც იცით, ახნას “ეთნიკოსის” ლიდერი და მეგოლე ნიკა კაჭარავა გახლდათ.
ცხადაძესთან ერთად, კვიპროსულ გუნდში იმუშავებს გიორგი ჩიხრაძეც, რომელიც საქართველოს ნაკრებსა და ალმათის “ქაირათშიც” კახას თანაშემწე გახლდათ.