ფეხბურთი

15:21 | 9.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

დი მარია ფსიქოლოგთან

არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” შემტევი ანხელ დი მარია ფსიქოლოგთან დადის. ფეხბურთელის აზრით, სწორედ ფსიქოლოგიური პრობლემების ბრალია, ბოლო დროს ხშირად რომ ტრავმიანობს.

“მყესები გავიწყვიე, მერე დავბრუნდი და ვგრძნობდი, რომ ფსიქოლოგიურად ჯანსაღად ვერ ვიყავი. ფსიქოლოგი მეხმარება და იმედია, ეს სამუშაო დამეხმარება იმაში, რომ ტრავმები აღარ მივიღო” - ამბობს დი მარია.

0.117441