ჩინური “გუანჯოუ ევერგრანდის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ლუიშ ფელიპე სკოლარი ფაბიო კანავარომ შეცვალა.
იტალიელი სპეციალისტი ამ გუნდს 2014-2015 წლების სეზონშიც წვრთნიდა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი “ტიანჯინ ქუანჯიანს” ედგა სათავეში, რომელსაც ჩინეთის სუპერლიგაში ბრინჯაოს მედალი მოაპოვებინა.
“გუანჯოუ ევერგრანდმა”, სკოლარის ხელმძღვანელობით, სეზონი ჩემპიონის ტიტულით დაასრულა, თუმცა ბრაზილიელს კლუბთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა და მხარეებმა ხელშეკრულების გახანგრძლივება აღარ ისურვეს.