ფეხბურთი

20:47 | 8.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

პირლო შესაძლოა “იუვენტუსში” დაბრუნდეს

ანდრეა პირლო შესაძლოა ტურინის “იუვენტუსში” დაბრუნდეს. La Repubblica-ს ინფორმციით, 38 წლის ფეხბურთელი, რომელმაც კარიერა ახლახან დაასრულა, “ბებერი ქალბატონის” რიგებში ელჩის პოზიციაზე იმუშავებს დავიდ ტრეზეგესთან ერთად.

გარდა ამისა, იმავე წყაროს ცნობით, არსებობს მეორე შეთავაზებაც იტალიის ეროვნული ნაკრებიდან. კერძოდ, თუ “სკუადრა აძურა” მუნდიალზე გავა, პირლო გუნდის თანმხლები პირი იქნება რუსეთში.

შეგახსენებთ, ანდრეა პირლომ კარიერა “ნიუ-იორკ სიტიში” დაასრულა და იტალიაში დაბრუნდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110073