იტალიური “მილანის” ახალგაზრდული გუნდის ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა და ახლო წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა ჯენარო გატუზომ ანდრეა პირლოს შესახებ ისაუბრა.
რინომ ჟურნალისტის კითხვაზე, შეედარებინა მისი და პირლოს თამაში საკმაოდ საინტერესო და მისთვის დამახასიათებელი, პირდაპირი პასუხი გასცა:
“არ შეადაროთ ნუტელა და მძ****ი. როდესაც ვხედავდი როგორ თამაშობდა პირლო, თავში მხოლოდ ერთი აზრი მომდიოდა – პროფესია შემეცვალა. ჩვენ ერთად ჯერ კიდევ 15-წლამდე ნაკრებში ვთამაშობდით და მაშინაც მხეცი იყო. შეეძლო 1000 მეტრზე გაეკეთებინა პასი და ჰქონდა საოცარი ფიზიკური ფორმა. ანდრეა დიდი ბიჭია, რომელიც არასდროს დამწუხრებულა”, - თქვა გატოზომ Radio 24-თან საუბრისას.
შეგახსენებთ, ანდრეა პირლომ 22-წლიანი საფეხბურთო კარიერა ცოტა ხნის წინ, 38 წლის ასაკში დაასრულა.