ფეხბურთი

12:29 | 8.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

21-წლამდელთა სამზადისი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროშესარჩევი მატჩებისთვის ემზადება. 10 და 14 ნოემბერს გია გეგუჩაძის გუნდი, შესაბამისად, ფინეთს და ლიტვას უმასპინძლებს.

გუნდი უკვე შეკრებაზეა, თუმცა მწვრთნელებს იძულებითი ცვლილებების განხორციელება ისევ მოუხდათ - რომან ჩაჩუა, გიორგი ხარაიშვილი და გიორგი ზარია, გიორგი ჩაკვეტაძის დარად, ტრავმების გამო ვერ დაეხმარებიან ნაკრებს.

ამჟამად გია გეგუჩაძის განკარგულებაში ეს 23 ფეხბურთელია:

მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო), ოთო გოშაძე (საბურთალო), ლევან შოვნაძე (დინამო ბთ);

მცველები: გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო კ, უკრაინა), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), აკაკი შულაია (დინამო თბ), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), დავით კობოური (დინამო თბ), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო);

ნახევარმცველები: ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), ნიკოლოზ ბაშალეიშვილი (თელავი), ლადო მოხევიშვილი (ალბასეტე, ესპანეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბ), ბექა მიქელთაძე (დინამო თბ), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიტვა), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი);

თავდამსხმელები: რომან ჭანტურია (პრატო, იტალია), ვატო არველაძე (ლოკომოტივი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა).

gff.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.124565