სხვა

11:09 | 8.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ირმა ხეცურიანის წარმატება მსოფლიოს პირველობაზე

7-12 ნოემბერს, იტალიის დედაქალაქი რომი მასპინძლობს პარამოფარიკავეთა მსოფლიოს პირველობას, სადაც მედლებისთვის ქართველი სპორტსმენებიც იბრძვიან. საქართველოს ნაკრების ლიდერმა, ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანმა იტალიაში წარმატებით იასპარეზა და ბ-ჯგუფში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. რომში მიმდინარე გათამაშებაში, პარასპორტსმენმა ჯგუფში დაამარცხა ბერძენი, ფრანგი, იტალიელი და უკრაინელი სპორტსმენები.

ნახევარფინალში გასასვლელ ორთაბრძოლაში, პოლონელ მოფარიკავეს იადვიგ პაჩეკს 15-6 მოუგო. ასევე პოლონელი პატრისია ჰარეზა კი ნახევარფინალში 15-10 დაამარცხა. ფინალში, ირმა ხეცურიანი ტაილანდელ სპორტსმენს შეხვდა და დამაჯერებლად 15-10 მოუგო.

აღსანიშნავია, რომ ირმა ხეცურიანი, კომპანია BP-ის ელჩია საქართველოში და წარმატებით ასპარეზობს სხვადასხვა სართაშორისო ტურნირებზე - წლეულს ხეცურიანმა არაერთი მედლი მოიპოვა მსოფლიოს თასის ეტაპებზე და საერთაშორისო ტურნირებზე. დღეს, 8 ნოემბერს, ხეცურიანი რაპირით ფარიკაობაში ბ-კატეგორიაში იასპარეზებს, ა-კატეგორიაში კი მედლისთვის ახალგაზრდებს შორის მოქმედი ჩემპიონი, ნინა თიბილაშვილი იბრძოლებს.

msy.gov.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.061846