ფეხბურთი

23:08 | 7.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალი" და "ტოტენჰემი" გორეცკასთვის იბრძოლებენ

გერმანიის ეროვნული ნაკრების და "შალკეს" ცენტრალურმა ნახევარმცველმა ლეონ გორეცკამ, შესაძლოა, კარიერა პრემიერლიგაში გააგრძელოს. როგორც Daily Mirror-ი იუწყება, 22 წლის მოთამაშის გადაბირება ლონდონის "არსენალს" და "ტოტენჰემს" სურთ.

გავრცელებული ინფორმაციით, "მამლების" წარმომადგენლები გასულ თვეში ლეონის რამდენიმე თამაშს დაესწრნენ, ხოლო "მეთოფეებმა" გერმანელის მიმართ ახლახანს გამოიჩინეს ინტერესი და ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ფეხბურთელის გადაბირებას შეეცდებიან.

გორეცკამ კარიერა "ბოხუმში" დაიწყო და "შალკეში" 2013 წელს გადავიდა. მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა ათი შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. ლეონის სატრანსფერო ღირებულება 23 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111731