ფეხბურთი

19:46 | 7.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარსელინო: “ვალენსიას” ჩემპიონობა? თითქმის წარმოუდგენელია”

ესპანური “ვალენსიას” მწვრთნელმა მარსელინომ განაცხადა, ჩვენი ჩემპიონობის შანსი თითქმის ნულის ტოლიაო:

“ეს ზღაპარი იქნებოდა. “ვალენსია” ჩემპიონი რომ გახდეს, საამისოდ 90 ქულა უნდა დააგროვოს, ეს კი ძალებს აღემატება. სიმართლე გითხრათ, მეოთხე ადგილზე გასვლასაც ხელს მოვაწერ”.

“ღამურები” მშვენიერ სეზონს ატარებენ, მეორე ადგილზე არიან და ჯერ თამაში არ წაუგიათ. თანაც, “ბარსელონას” გარდა, ყველა ძლიერ გუნდს ეთამაშნენ.

თეგებივალენსია
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103384