ფეხბურთი

15:40 | 7.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

20-წლამდელთა ნაკრები პირველ საერთაშორისო მატჩს გამართავს

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები 14 ნოემბერს პირველ საერთაშორისო შეხვედრას გამართავს. ვასილ მაისურაძის გუნდი ამხანაგურ მატჩში ალბანეთს უმასპინძლებს. თამაში 15:00 საათზე, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 20-წლამდელები შეკრებას 8 ნოემბრიდან სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ დაიწყებენ. ალბანელებთან სათამაშოდ ეს ფეხბურთელები მოემზადებიან:

მეკარეები: ლევან ისიანი (გაგრა), ნიკა ქავთარაძე (ვიტ ჯორჯია);

მცველები: დავით კიკალიშვილი (ლოკომოტივი), ზაურ კერელეიშვილი (დილა), თომა ხუბაშვილი (საბურთალო), ლუკა ბერიაშვილი (თელავი), გიორგი ცერცვაძე (ლოკომოტივი), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი);

ნახევარმცველები: ბექა ნიკოლაშვილი (საბურთალო), ლუკა ბაკურაძე (საბურთალო), ლუკა ფოჩხუა (შევარდენი), ომარ ბულუხაძე (შევარდენი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), ნიკა კვანტალიანი (დინამო ბთ), გიორგი წულეისკირი (ლოკომოტივი), ირაკლი ჯავახიშვილი (საბურთალო);

თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი (ლოკომოტივი), გაბრიელ საღრიშვილი (ტორპედო), ირაკლი ბუღრიძე (ლოკომოტივი), გიორგი მუზაშვილი (ცხინვალი).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120144