ფეხბურთი

10:07 | 7.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კაჭარავა - ზედიზედ მეორე სიმბოლური

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “კორონას” თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა პოლონეთის ექსტრაკლასას ტურის სიმბოლურში მოხვდა. ქართველ ფეხბურთელს მე-15 ტურში კარგი თამაში ექსტრაკლასას ოფიციალურმა ვებგვერდმა დაუფასა.

ნიკამ “სლასკთან” მართლაც გამორჩეული თამაში ჩაატარა და საკუთარი გუნდის გამარჯვება (3:0) დიდად განაპირობა. ჯერ პენალტი გამოიმუშავა, შემდეგ გოლი გაიტანა, ხოლო ბოლოს საგოლე პასი მიითვალა (VIDEO).

აღსანიშნავია, რომ ქართველი ფორვარდი ტურის სიმბოლურში ერთი კვირის წინაც მოხვდა. მე-14 ტურში კაჭარავამ დუბლი შეასრულა (VIDEO).

0.139796