პარიზის მასტერსის ტრიუმფატორმა ჯეკ სოკმა კარიერაში პირველად მსოფლიო რეიტინგის ათეულში შეაღწია და მე-9 პოზიციაზე დამკვიდრდა.
პარიზული ტურნირის შარშანდელმა გამარჯვებულმა ენდი მარეიმ, რომელიც რამდენიმე თვეა ტრავმის გამო კორტზე არ გასულა, ქულები ვერ დაცვა, ერთბაშად 13 პოზიციით უკან დაიხია და მე-16 ადგილზეა. ათეული ასევე დატოვა ნოვაკ ჯოკოვიჩმაც.
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ოთხი პოზიციით უკან დაიხია და 61-ე ადგილზე გადავიდა.
- რაფაელ ნადალი - 10 645 ქულა
- როჯერ ფედერერი – 9005
- ალექსანდრ ზვერევი – 4410
- დომინიკ ტიმი – 3815
- მარინ ჩილიჩი – 3805
- გრიგორ დიმიტროვი – 3650
- სტენ ვავრინკა – 3150
- დავიდ გოფინი – 2975
- ჯეკ სოკი – 2765
- პაბლო კარენო ბუსტა
- ხუან მარტინ დელ პოტრო – 2595
- ნოვაკ ჯოკოვიჩი – 2585
- სემ კურიე – 2535
- კევინ ანდერსონი – 2480
- ჟო-ვილფრედ ცონგა – 2320
- ენდი მარეი – 2290
...
61. ნიკოლოზ ბასილაშვილი – 826