კალათბურთი

15:42 | 5.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

სანაძის ათი ქულა და მეოთხე მარცხი იტალიის ჩემპიონატში

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა დუდა სანაძემ იტალიის ჩემპიონატში მორიგი შეხვედრა ჩაატარა და "კანტუსთან" დაპირისპირებაში ათი ქულა და ორი მოხსნა მიითვალა, ქართველი ლეგიონერის "პისტოია" კი შინ 82:93 დამარცხდა.

სანაძემ 20 წუთი ითამაშა და ამ ხნის განმავლობაში ორიდან ორი ორქულიანი ჩააგდო, ხოლო ხუთიდან ერთი სამქულიანი წაუვიდა მიზანში. საჯარიმო ხაზიდან დუდამ ოთხჯერ ისროლა და სამი ქულა აიღო.

"პისტოია" ორი მოგებით და ოთხი მარცხით იტალიის ჩემპიონატში მე-12 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს სანაძის გუნდი სტუმრად "რეჯინასთან" ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113149