ფეხბურთი

12:20 | 5.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

რობენი "ბაიერნის" ბომბარდირი გახდა

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ყოფილი შემტევი არიენ რობენი, ბუნდესლიგაში მიუნხენის "ბაიერნის", უცხოელ ფეხბურთელთა შორის ბომბარდირი გახდა. 33 წლის მოთამაშემ "დორტმუნდთან" მოგებულ (3:1) შეხვედრაში ანგარიში გახსნა და გერმანიის ჩემპიონატში 93-ე გოლი გაიტანა.

რობენმა "ბაიერნის" ყოფილი ფეხბურთელის ჯოვანი ელბერის შედეგი გააუმჯობესა. არიენი "რეკორდმაისტერთა" რიგებს 2009 წელს მადრიდის "რეალიდან" შეუერთდა. მას შემდეგ ჰოლანდიელმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 271 შეხვედრაში 134 გოლი გაიტანა.

0.115266