უნგრეთის ჩემპიონატში ბაჩანა არაბულისა და ირაკლი მაისურაძის “ბალმაზუივაროშმა” გასვლაზე 2:1 სძლია “დიოშდიორს”. გადამწყვეტი გოლი მსაჯის მიერ დამატებულ მეოთხე წუთზე გავიდა: არაბულმა პენალტი გაიტანა.
ეს არაბულის მეექვსე გოლია მიმდინარე სეზონში და გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. უნგრეთში 15 ტურია გასული და “ბალმაზუივაროში” მეათე (ბოლოდან მესამე) ადგილზეა.