იტალიური “რომასა” და საბერძნეთის ნაკრების ფეხბურთელი კოსტას მანოლასი ფიფამ დისკვალიფიკაციით დასაჯა. საქმე ისაა, რომ მსოფლიოს ფეხბურთის მმართველმა უწყებამ ბერძენი ფეხბურთელის მიღებული ყვითელი ბარათი საეჭვოდ მიიჩნია.
მანოლასმა დროის გაყვანისთვის კვიპროსთან შეხვედრაში მიიღო ყვითელი ბარათი და ამის გამო შესარჩევი ციკლის ბოლო ტურის შეხვედრა გამოტოვა გიბრალტარის ნაკრებთან. თუმცა ფიფაში საქმე გამოიძიეს და დაადგინეს, რომ ბერძენმა მცველმა გაფრთხილება განზრახ მიიღო, რომ პლეი-ოფის მატჩებს ხორვატიასთან გაფრთხილებების გარეშე შეხვედროდა.
ამრიგად, მანოლასი მაინც დაისაჯა და ხორვატიის ნაკრებთან პირველი მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გაუცდება...
ამ გუნდთა პირველი შეხვედრა ზაგრებში 9 ნოემბერს შედგება, ხოლო საპასუხო სამ დღის მერე, ათენში.