ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად იტალიური “რომას” შემტევი სტეფან ელ შაარავი დასახელეს. 25 წლის ფეხბურთელმა, რომელიც “ჩელსისთან” მატჩში (3:0) დუბლით გამოირჩა, უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში ხმათა 60 პროცენტი დააგროვა.
მეორე ადგილი 34 პროცენტით “ლივერპულის” ფორვარდმა მოჰამედ სალაჰმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე გასულ მოსკოვის ცსკა-ს ნახევარმცველ ალან ძაგოევს ხმათა 2 პროცენტი ერგო.