ფეხბურთი

13:46 | 3.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

მონტელა: “სიცოცხლეში ჩემს დაკრძალვას ვხედავ”

იტალიური “მილანის” მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ “აეკთან” (0:0) მატჩის შემდგომ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ის სიცოცხლეში თავის დაკრძალვას ხედავს.

“ხელმძღვანელობასთან ახლოს ვარ, თუმცა არ ვიცი რა მოხდება. მე ვუყურებს ჩემს დაკრძალვას სიცოცხლეშივე, მიუხედავად იმისა, რომ გუნდისგან ვგრძნობ მხარდაჭერას.

“სასუოლოსთან” მატჩი იქნება გადამწყვეტი. ვხედავ, რომ გუნდი უკეთესი ხარისხის თამაშს აჩვენებს, თუმცა არ გვიმართლებს. ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ ცოტა მომენტები შევქმენით, მაგრამ მეტოქესაც ცოტა მომენტი შევაქმნევინეთ”, - განაცხადა მონტელამ.

“სასუოლოსა” და “მილანის” მატჩი 5 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

0.120024