ფეხბურთი

11:23 | 3.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ინციდენტი: პატრის ევრამ "მარსელის" ქომაგს სახეში წიხლი ჩაარტყა (+VIDEO)

ევროპა ლიგის მეოთხე ტურის მატჩს “გიმარაეშსა” და “მარსელს” (1:0) შორის, ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. საქმე ისაა, რომ თამაშის დაწყებამდე, როდესაც ფრანგი ფეხბურთელები ხურდებოდნენ, მოედანთან "ოლიმპიკის" გულშემატკივრები მივიდნენ. როლანდო და დორია ცდილობდნენ გაბრაზებული ქომაგების დამშვიდებას, მაგრამ არ გამოუვიდათ.

საბოლოოდ, ყველაფერი ჯერ სიტყვიერ, შემდეგ კი ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. ვეტერანმა პატრის ევრამ “ოლიმპიკის” ერთ-ერთ ქომაგს სახეში წიხლი უთავაზა...

ევრა მატჩის მთავარმა მსაჯმა მოედნიდან გააძევა და სხვათა შორის, ფრანგი გახდა ევროპა ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც წითელი ბარათი მატჩის დაწყებამდე მიიღო. ჯერჯერობით უცნობია თუ რა სასჯელი ელის პატრის ევრას.

აქვე შეგახსენებთ, რომ ანალოგიურ სკანდალში თავის დროზე კიდევ ერთი ცნობილი ფრანგი ფეხბურთელი ერიკ კანტონა გაეხვა. 22 წლის წინ კანტონა “კრისტალ პალასის” ქომაგს ზუსტად ასე გაუსწორდა და მაშინ ხანგრძლივი დისკვალიფიკაციაც მიიღო.

0.113423