ფეხბურთი

20:48 | 2.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ედერმა "ინტერთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

იტალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ედერმა "ინტერთან" კონტრაქტი 2021 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია მილანური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

იტალიის და ბრაზილიის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ფეხბურთელი "სამპდორიამ" "ინტერში" 2016 წლის იანვარში გაანათხოვრა, ხოლო იმავე წლის ზაფხულში მილანელებმა ნახევარმცველი 9.8 მილიონ ევროს სანაცვლოდ შეიძინეს. მიმდინარე სეზონში ედერმა 8 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120581