დეიან ლოვრენი და მოჰამედ სალაჰი “ლივერპულის” ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელებად დაასახელეს. საუკეთესო მოთამაშე “წითლების” გულშემატკივრებმა გამოავლინეს და ამ ფეხბურთელებს ხმათა 33% ერგოთ.
გასულ თვეში ხორვატმა ბევრი კრიტიკა მიიღო, განსაკუთრებით “ტოტენჰემთან” მატჩის შემდეგ, სადაც მისი შეცდომის წყალობით ლონდონელებმა გოლი გაიტანეს. მიუხედავად ამისა, კლუბის გულშემატკივრებმა ლოვრენის გამხნევება გადაწყვიტეს და იგი საუკეთესოდ აირჩიეს.
გასულ თვეში სალაჰმა 5 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა, რაც შეეხება ლოვრენს – მან სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.