ფეხბურთი

16:48 | 2.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ინძაგი: “მინდა “ლაციო” და “მილანი” ევროპა ლიგის ფინალში შეხვდნენ”

იტალიური “მილანის” ყოფილი თავდამსხმელი ფილიპო ინძაგი, რომელიც ამჟამად “ვენეციას” მთავარი მწვრთნელია, იმედოვნებს, რომ ევროპა ლიგის ფინალში “ლაციო” და “მილანი” ერთმანეთს შეხვდებიან.

“ზოგადად, “მილანი” ჩემპიონთა ლიგის გუნდია, თუმცა ახლა ის უნდა გადაერთოს ევროპა ლიგაზე. ვოცნებობ, რომ “როსონერი” და “ლაციო” ევროპა ლიგის ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ეს ჩემი ოჯახისთვის დღესასწაული იქნება”, - განაცხადა ინძაგიმ.

შეგახსენებთ, რომ პიპო “შავ-წითლების” რიგებში წლების განმავლობაში თამაშობდა, რაც შეეხება “არწივებს”, მათ ფილიპოს ძმა სიმონე ინძაგი წვრთნის.

0.114555