“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ამბობს, რომ “ნაპოლისთან” დაპირისპირება მისი გუნდისთვის მორიგი ტესტია.
“ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ოპონენტებისგან ბევრი გოლი არ მივიღოთ. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. მოწინააღმდეგეს პატივს ვცემთ, ისინი ჩვენი კონკურენტები არიან.
“მანჩესტერ სიტის” ევროპაში თამაშის დიდი გამოცდილება არ აქვს. სამი ან ოთხი ფეხბურთელი გვყავს ისეთი, რომლებსაც საერთაშორისო დონეზე აქვთ გამოცდილება. ასე რომ, ეს ჩვენთვის კიდევ ერთი ტესტია, რომელიც აჩვენებს თუ რა შეგვიძლია.
“სიტი”, “ნაპოლი” და “შახტარი” ერთმანეთს გვანან. არ მინდა “ფეიენოორდი” შევურაცხყო, თუმცა ეს სამი გუნდი მეტნაკლებად ერთ დონეზე თამაშობს”, - აცხადებს გვარდიოლა.
შეგახსენებთ, რომ “ნაპოლისა” და “მანჩესტერ სიტის” მატჩი დღეს, 1 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.