კალათბურთი

21:19 | 1.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

კიდი: “უესტბრუკი კალათბურთის მაიკ ტაისონია”

ლეგენდარულმა კალათბურთელმა და ამჟამად “მილოუკი ბაქსის” მთავარმა მწვრთნელმა ჯეისონ კიდმა რასელ უესტბრუკის შესახებ ისაუბრა და ის ლეგენდარულ მოკრივეს მაიკ ტაისონს შეადარა.

“ის კალათბურთის მაიკ ტაისონია. როცა უესტბრუკი ბურთს ისვრის, პარკეტზე ისე გამოდის, როგორც ტაისონი გამოდიოდა თავისი კუთხიდან. პარკეტზე ყოფნისას არასდროს ანელებს სიჩქარეს. ის კალათბურთში საუკეთესოა. რასელი დაცვაშიც და შეტევაშიც თავს გესხმის”- განაცხადა კიდმა.

0.116784