ფეხბურთი

10:16 | 1.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

მილე სვილარის რეკორდი და ანტირეკორდი

ლისაბონის “ბენფიკას” თინეიჯერი მეკარე მილე სვილარი ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდით და ანტირეკორდით გამოირჩა. ბელგიელმა მეკარემ “მანჩესტერ იუნაიტედთან” შეხვედრაში ენტონი მარსიალს თერთმეტმეტრიანი აუღო და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა კიპერი, რომელმაც პენალტი მოიგერია.

რეკორდიდან რამდენიმე წუთში სვილარი ანტირეკორდის ავტორიც გახდა: ნემანია მატიჩის შორეული დარტყმა ჯერ ძელს მოხვდა, მერე კი ბელგიელს ზურგში და ისე აღმოჩნდა კარში. შესაბამისად, მილე სვილარი ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე ახალგაზრდული ავტოგოლის ავტორიც შეიქნა.

მილე სვილარი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი წინა ტურში ჰქონდა (მაშინაც რეკორდი დაამყარა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა მეკარე ლიგაზე), რეკორდისა და ანტირეკორდის მფლობელი 18 წლისა და 65 დღის ასაკში გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.122811