ფეხბურთი

22:29 | 31.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" "ლაიპციგის" ფეხბურთელის გადაბირებას შეეცდება

საფრანგეთის 19-წლამდელთა ნაკრების და "ლაიპციგის" მცველი დაიო უპამეკანო შესაძლოა "მილანში" გადავიდეს. ახალგაზრდა ფეხბურთელისადმი ინტერესს "მანჩესტერ იუნაიტედიც" იჩენს და "როსონერი" შეეცდება ინგლისელებს დაასწროს. აღნიშნული ინფორმაცია Calciomercato-მ გაავრცელა.

უპამეკანო ბუნდესლიგის კლუბში მიმდინარე წლის დასაწყისში "ზალცბურგიდან" გადავიდა. გერმანელებს ტრანსფერი 10 მილიონი ევრო დაუჯდათ. საფრანგეთის ახალგაზრდული გუნდის წევრმა "ლაიპციგის" ძირითადში ადგილი დაიმკვიდრა და ჩემპიონთა ლიგაზეც ჩაატარა სამი თამაში.

მცველი "ლაიპციგის" მაისურით მოედანზე 25 შეხვედრაში გავიდა. გერმანიაში გადასვლის შემდეგ, დაიოს სატრანსფერო ღირებულება 5-დან 12 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

0.120798