იტალიური “რომას” მთავარი მწვრთნელი ეუსებიო დი ფრანჩესკო “ჩელსისთან” მატჩის წინ მისი გუნდის შემადგენლობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ითამაშებენ ის ფეხბურთელები, რომელთაც შესწევთ ძალა, “არისტოკრატები” დაამარცხონ.
“ჩვენი სათამაშო სტილი ისეთივე იქნება, როგორც გასვლით მატჩში იყო. ლონდონში გამართული შეხვედრის შემდგომაც ვთქვი, რომ იგივე დამოკიდებულებით მივუდგებით ამ თამაშს.
შემადგენლობის მხრივ ყველაფერი რიგზეა, თამაშისთვის ყველანი მზად არიან და მოედანზე გავლენ ის ფეხბურთელები, რომელთაც “ჩელსის” დამარცხება შეუძლიათ. ლონდონური მატჩის შემდგომ განვიხილეთ მეტოქის ტაქტიკა და მათ შეუძლიათ ითამაშონ 3-4-2-1 სქემით, თუმცა მე მათთვის სიურპრიზი მექნება”, - განაცხადა იტალიელმა.
შეგახსენებთ, რომ “რომასა” და “ჩელსის” მატჩი დღეს, 31 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.