ფეხბურთი

1:54 | 30.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" სათავეში დაბრუნდა, იმმობილე ისევ ბრწყინავს

იტალიის სერია A-ს სათავეში ისევ “ნაპოლი” ჩაუდგა. მაურიციო სარის გუნდმა მეთერთმეტე ტურში დაგეგმილი სამი ქულა მოიპოვა და “იუვენტუსთან” 3 ქულიანი დისტანცია შეინარჩუნა.

“სასუოლოსთან” მატჩში “ნაპოლი” დიდ უპირატესბას ფლობდა და გამარჯვება არ გასჭირვებია. თუმცა, არც ისე ყოფილა, რომ მეტოქე უშანსოდ ყოფილიყო. მეტიც, პირველი რეალური მომენტი კრისტიან ბუკის ბიჭებმა შექმნეს, მაგრამ სენსის ჯარიმა ხარიხამ აისხლიტა. მერე, ნეაპოლიტანელებმა კლასით აჯობეს მეტოქეს. ალანმა იმავე სენსის უხეში შეცდმოით ისარგებლა და ანგარიშიც გაიხსნა. მართალია ტაიმის ბოლოს დიეგო ფალჩინელიმ გაათანაბრა, მაგრამ “სასუოლოს” სიხარული არ დასცალდა. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ხოსე კალეხონმა პირდაპირ კუთხურიდან გაიტანა. აშკარა იყო ანდრეა კონსილის შეცდომაც. მოკლედ, მასპინძლებმა სტუმართა ორი ბავშვური შეცდომა გოლად აქციეს და ამან დიდწილად განაპირობა, რომ “ნაპოლიმ” მოიგო. მეორე ტაიმში დრის მერტენსმა წერტილი დასვა – 3:1.

“ნაპოლის” 11 ტურში 10 მოგება და 1 ფრე აქვს. არავინ იცის, ასე როდემდე გაგრძელდება, მაგრამ ფაქტია წელს კამპანიელთა ამბიციები ძალზე რეალურია და სკუდეტოსთვის ბრძოლა ბოლო წლებისგან განსხვავებით ბოლო ტურამდე გასტანს.

ამის თქმის საფუძველს მხოლოდ “ნაპოლის” და “იუვენტუსის” კარგი თამაში არ გვაძლევს. იქვე არიან “ინტერი”, “ლაციო” და “რომა” – ზემოხსენებული 5 გუნდი ფაქტობრივად ქულებს არ კარგავენ და რიხით მიიწევენ წინ. “ლაციალემ” “ბენევენტო” გააცამტვერა (5:1). ყველაფერი მე-12 წუთზე გადაწყდა, როცა სიმონე ინძაგის გუნდი უკვე 2:0 იგებდა. მორიგი გოლი გაიტანა ჩირო იმმობილემ. გოლის გარდა, იტალიელმა ორი საგოლე პასიც მიითვალა. საოცარ ფორმაშია ჩირო. თავად განსაჯეთ: ბომბარდითა დავასაც ლიდერობს (14 გოლი) და საგოლე პასების მხრივაც პირველია (6). მოკლედ, “არწივების” ასეთი ფანტასტიკური თამაში სწორედ იმმობილეს დამსახურებაა. “ლაციომ” 28 ქულა დააგროვა და “იუვენტუსს” გაუთანაბრდა. აი, “ბენევენტო” კატასტროფულ დღეშია – 11 მატჩი და 11 წაგება. ეს, იტალიის ჩემპიონატის ყველა დროის ანტირეკორდია... წესით, რობერტო დე ძერბის გუნდი ამ მეტად “საამაყო მიღწევას” კიდევ უფრო გააუმჯობესებს, რადგან მომდევნო ტურში “იუვენტუსს” სტუმრობს.

სხვა მატჩებიდან გამოვყოთ გენუის “სამპდორიას” დამაჯერებელი გამარჯვება “კიევოსთან”. ლიგურიელები ევროზონაში არიან და სრულიად დამსახურებულადაც. მეტიც, “სამპამ” საკუთარ მოედანზე მიმდინარე სეზონში ყველა თამაში მოიგო (ხუთი) და 1991 წლის მერე “ლუიჯი ფერარისზე” მიჯრით ამდენი თამაში არასდროს მოუგია.

ბერგამოს “ატალანტა” უდინეში იგებდა, მაგრამ შემდეგ ყურადღება მოადუნა და ანგარიშში ჩამორჩა. ბრაიან კრისტანტეს კი ლომბარდიელთათვის ქულის გადარჩენა შეეძლო, თუმცა 85-ე წუთზე პენალტი ვერ გაიტანა.

“უდინეზეს” დარად 2:1 მოიგო “კროტონემ”. აუტსაიდერთა შორის მყოფმა კალაბრიელებმა “ფიორენტინას” სძლიეს და სტეფანო პიოლის საფიქრალი დაუმატეს. დებიუტანმა “სპალმა” მირკო ანტენუჩის გოლით მოუგო “ჯენოას” და სატურნირო ცხრილში უკან მოიტოვა.

სინიშა მიხაილოვიჩი უმუშევრად დარჩენას გადაურჩა. სერბი სპეციალისტით “ტორინოს” ბოსები უკმაყოფილონი არიან, თუმცა “კალიარისთან” გამარჯვება სიტუაცია ოდნავ შეამსუბუქა. არადა, “ხარებისთვის” არც მა მატჩში მიდიოდა ყველაფერი იდეალურად და თავიდან სარდინიელები დაწინაურდნენ, მაგრამ იაგო ფალკესა და ჟოელ ობის გოლებით “ტორინომ” მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

მე-11 ტური ამით არ დასრულებულა: ორშაბათს, მილანის “ინტერი” დახურავს ტურს ვერონაში, “ადგილობრივ “ჰელასთან” მატჩით.

“ბენევენტო” – “ლაციო” 1:5 (0:3)

ბენევენტო, “ჩირო ვიგორიტო”

“ბენევენტო” (3-4-2-1): ბრინიოლი; ვენუტი, ანტეი, დი კიარა; ლომბარდი (ლეტიცია 79), ჩიბსა, ვიოლა, ლაზაარი; კატალდი, მემუშაი (ჩიჩირეტი 46); იემელო (კოდა 68)

მწვრთნელი: რობერტო დე ძერბი

“ლაციო” (3-5-1-1): სტრაკოშა; ბასტოსი, დე ვრეი, რადუ; მარუშიჩი, პაროლო, ლუკას ლეივა (კაისედო 81), მილინკოვიჩ-სავიჩი (ლუკაკუ 58), ლულიჩი (ნანი 71); ლუის ალბერტო; იმმობილე

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

გოლები: 0:1 ბასტოსი (4), 0:2 იმმობილე (13), 0:3 მარუშიჩი (24), 1:3 ლაზაარი (55), 1:4 პაროლო (76), 1:5 ნანი (86)

გაფრთხილება: ვიოლა (42) – ლუკაკუ (85)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (8) – 9 (8) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 2:6 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: პიერო ჯაკომელი

“კროტონე” – “ფიორენტინა” 2:1 (2:1)

კროტონე, “ეციო შიდა”

“კროტონე” (4-4-2): კორდაზი; სამპრისი, შიმიჩი, ჩეკერინი, პავლოვიჩი; ნალინი, ბარბერისი, მანდრაგორა, სტოიანი (როდენი 68); ტროტა (აჯეტი 87), ბუდიმირი (სიმი 79)

მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა

“ფიორენტინა” (4-3-2-1): სპორტიელო; ლაურინი (ბაბაკარი 65), პეცელა, ასტორი, ბირაგი (ოლივერა 46); ბენასი, ბადელი, ვერეტუ; კიეზა, ესიერჩი (ჟილ დიასი 46); სიმეონე

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

გოლები: 1:0 ბუდიმირი (17), 2:0 ტროტა (19), 2:1 ბენასი (44)

გაფრთხილება: ბუდიმირი (47), შიმიჩი (74), კორდაზი (76) - ასტორი (39), კიეზა (62), ბაბაკარი (74)

სტატისტიკა – კარისკენ დრტყმები: 11 (5) – 14 (5) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 3:5 თამაშგარე: 3:3

მსაჯი: ფაბიო მარესკა

“სპალი” – “ჯენოა” 1:0 (0:0)

სპალი, “პაოლო მაცა”

“სპალი” (3-5-2): გომისი; სალამონი, ვიკარი, ფელიპე; ლაძარი, სკიატარელა (მორა 54), ვივიანი, სკიავონი, მატიელო; ანტენუჩი (ბორიელო 84), პალოსკი (კოსტა 78)

მწვრთნელი: ლეონარდო სემპლიჩი

“ჯენოა” (3-4-2-1): პერინი; იცო, როსეტინი, ძუკანოვიჩი; როზი (გალაბინოვი 74), ომეონგა, ბერტოლაჩი, ლაქსალტი; რიგონი (პანდევი 62), ტაარაბტი; ლაპადულა (პელეგრი 81)

მწვრთნელი: ივან იურიჩი

გოლი: 1:0 ანტენუჩი (56)

გაფრთხილება: სკიატარელა (30), ფელიპე (60), ბორიელო (87), სკიავონი (88) – პანდევი (74), როსეტინი (81), იცო (85)

სტატისტიკა – კარისკენ დრტყმები: 5 (4) – 12 (5) ბურთის ფლობა: 40%-60% კუთხურები: 4:5 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: დანიელე ორსატო

“ნაპოლი” – “სასუოლო” 3:1 (2:1)

ნეაპოლი, “სან პაოლო”

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; მაჯო, ალბიოლი, კირიკეში, გულამი; ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი (ზიელინსკი 68); კალეხონი (როგი 76), მერტენსი, ინსინიე (ჯაკერინი 80)

მწვრთნელი: მაურიციო სარი

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; გაცოლა, კანავარო, აჩერბი, პელუზო; მაციტელი (პიერინი 71), სენსი, კასატა; პოლიტანო, ფალჩინელი (სკამაჩა 85), რაგუზა (მისიროლი 56)

მწვრთნელი: კრისტიან ბუკი

გოლები: 1:0 ალანი (22), 1:1 ფალჩინელი (41), 2:1 კალეხონი (44), 3:1 მერტენსი (54)

გაფრთხილება: ზიელინსკი (79), ჯაკერინი (88) - რაგუზა (18), კასატა (43)

სტატისტიკა – კარისკენ დრტყმები: 20 (11) – 7 (4) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 6:5 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: ლუკა პაირეტო

“სამპდორია” – “კიევო” 4:1 (3:1)

გენუა, “მარასი”

“სამპდორია” (4-3-1-2): ვივიანო; სალა, სილვესტრე, ფერარი, სტრინიჩი; პრატი (ბარეტო 67), ტორეირა, ლინეტი (ვერე 88); კაპრარი; კაპრარი (რამირესი 61); კვალიარელა, ძაპატა

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

“კიევო” (4-3-1-2): სორენტინო; კაჩატორე, დაინელი, ტომოვიჩი, გობი; კასტრო, რადოვანოვიჩი (პუჩარელი 83), ბასტიენი (გარიტანო 76); ბირსა; მეჯორინი (პელისიერი 70), ინგლეზე

მწვრთნელი: როლანდო მარანი

გოლები: 1:0 ლინეტი (20), 1:1 კაჩატორე (24), 2:1 ტორეირა (26), 3:1 ძაპატა (44), 4:1 ტორეირა (85)

გაფრთხილება: პრატი (40), ლინეტი (78) – კასტრო (26), დაინელი (60), კაჩატორე (72)

სტატისტიკა – კარისკენ დრტყმები: 14 (9) – 13 (6) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 8:6 თამაშგარე: 2:6

მსაჯი: დანიელე დოვერი

“უდინეზე” – “ატალანტა” 2:1 (1:1)

უდინე, “დაჩია არენა”

“უდინეზე” (4-3-3): ბიძარი; ლარსენი, დანილო, ნიუტინკი, ალი ადნანი; ბეჰრამი (ვიდმერი 79), ბარაკი, ფოფანა (მატოსი 56); დე პაული, მაქსი ლოპესი, ინგელსონი (ჰალფრედსონი 62)

მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი

“ატალანტა” (3-5-2): ბერიშა; ტოლოი, კალდარა, მაზიელო, კასტანიე, კრისტანტე, დე რუნი (ფროილერი 46), სპინაცოლა; კურტიჩი; პეტანია (ვიდო 71), ილიჩიჩი (ორსოლინი 74)

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

გოლები: 0:1 კურტიჩი (29), 1:1 დე პაული (45, პენ), 2:1 ბარაკი (68)

გაფრთხილება: ტოლოი (41), კასტანიე (56)

სტატისტიკა – კარისკენ დრტყმები: 6 (4) – 6 (4) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 5:7 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: ჯანლუკა როკი

“ტორინო” – “კალიარი” 2:1 (1:1)

ტურინი, “გრანდე ტორინო”

“ტორინო” (4-3-3): სირიგუ; დე სილვესტრი, ნ’კულუ, მორეტი, ანსალდი; აკქუა (ობი 56), ვალდიფიორი, ბაზელი; იაგო ფალკე (ბერენგერი 87), ბელოტი, ლიაიჩი

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

“კალიარი” (3-4-1-2): რაფაელი; რომანია (ჯანეტი 87), ანდრეოლი, კაპუანო; ფარაგო, ჩიგარინი, ბარელა (საუ 70), პადოინი (მიანგუე 77); ჟოაო პედრო; ფარიასი, პავოლეტი

მწვრთნელი: დიეგო ლოპესი

გოლები: 0:1 ბარელა (30), 1:1 იაგო ფალკე (40), 2:1 ობი (66)

გაფრთხილება: აკქუა (23), ანსალდი (41), იაგო ფალკე (78), სირიგუ (90) – ჟოაო პედრო (61), კაპუანო (71), მიანგუე (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 20 (9) – 5 (3) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 7:6 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: ჯანპაოლო კალვარეზე

ბომბარდირები: ჩირო იმმობილე (“ლაციო”) – 14 გოლი, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 11, პაულო დიბალა (“იუვენტუსი”) – 11, დრის მერტენსი (“ნაპოლი”) – 10, ედინ ჯეკო (“რომა”) – 7.

თეგებისერია A
0.309638