კალათბურთი

10:20 | 30.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

დუდა სანაძის 12 ქულა სერია A-ში

იტალიის სერია A-ში ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა “ფლექს პისტოიამ”, რომელიც ამჯერად სტუმრად “ვარეზესთან” ვერ გახდა ვერაფერს (81:73).

“პისტოიას” სასტარტო ხუთეულში იყო დუდა სანაძე და 29 წუთი ითამაშა. ქართველმა კალათბურთელმა ხსენებულ დროში 12 ქულა, 4 მოხსნა, 1 დაფარება და 2 ჩაჭრა მიითვალა.

დუდამ 7-დან 2 ორქულიანი, 3-დან ერთი სამქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმოებში 100%-იანი მაჩვენებელი დააფიქსირა, 5-დან ხუთი. “პისტოიას” შემადგენლობაში დუდაზე შედეგიანად მხოლოდ რონალდ მურმა ითამაშა (13 ქულა).

“ფლექს პისტოიას” მონაგარი ხუთ ტურში 2 მოგება და 3 მარცხია, რაც მე-11 ადგილისთვისაა საკმარისი. სანაძე და მისი თანაგუნდელები მომდევნო მატჩს 4 ნოემბერს, “კანტუსთან” ჩაატარებენ.

0.129566