ჩოგბურთი

22:38 | 29.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერმა ATP-ის 95-ე ტურნირი მოიგო  

ბაზელის ტურნირის ფინალში როჯერ ფედერერმა ხუან მარინ დელ პოტრო 6:7, 6:4, 6:3 დაამარცხა. ფედერერმა ბაზელის ტურნირი მერვედ მოიგო, ჯამში კი 95-ე ტიტული დაისაკუთრა, რითაც ლეგენდარულ ივან ლენდლის გადაასწრო, რომელსაც 94 ტიტული აქვს მოგებული. ფედერერს მხოლოდ ჯიმი კონორსი უსწრებს, რომელსაც 109 ტურნირის მთავარი პრიზი აქვს აღმართული.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას პირველი სეტის ტაი-ბრეიკზე როჯერი 3:0-ს იგებდა, თუმცა დელ პოტრომ ზედიზედ 6 ქულა მოიპოვა და საბოლოოდ არგენტინელმა 7:5 მოიგო და სეტებში 1:0 დაწინაურდა. მეორე პარტიაში 5:4-ზე ფედერერის სასარგებლოდ შვეიცარიელი ბრეიკს აკეთებს და ანგარიში 1:1 ხდება. გადამწყვეტ მესამე სეტში, 2:1-ზე როჯერმა ბრეიკი შეასრულა, რამაც საბოლო ჯამში მატჩის ბედი გადაწყვიტა. ფედერერმა 15 შესაძლებლობიდან 5 ბრეიკი გააკეთა, ხოლო დელ პოტრომ 7-დან სამი ბრეიკად აქცია.

ამ გამარჯვებით, შვეიცარიელმა 395 850 ევრო და 500 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

0.114617