ჩოგბურთი

17:58 | 29.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვოზნიაცკიმ წლის შემაჯამებელი ტურნირი მოიგო

მსოფლიოს ნომერ მეექვსე ჩოგბურთელმა დანიელმა ქეროლაინ ვოზნიაცკიმ, კარიერაში პირველად, წლის შემაჯამებელი ტურნირი მოიგო.

ქეროლაინმა ფინალში 37 წლის ვინუს უილიამსი 6:4, 6:4 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 30 წუთს გაგრძელდა. მთელი მატჩის განმავლობაში დანიელი ჩოგბურთელის უპირატესობა ჩანდა, ვინუსი ქეროლაინის ტემპს ვერ ჰყვებოდა.

დანიელმა ჩოგბურთელმა კარიერაში WTA-ის 27-ე ტიტული დაისაკუთრა.

0.121519