ფეხბურთი

21:40 | 28.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისი - დედა, რა იყო ეს?...(+VIDEO)

ინგლისის 17-წლამდელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. სასწაული სახეცვლილებაა ინგლისში ასაკობრივი ნაკრებების მხრივ - ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში მონოპოლია მოიპოვეს და მათ შორის, ივლისში ხომ საქართველოში მოიგეს 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი, წლეულსვე, 20-წლამდელთა მუნდიალის ტრიუმფით დაასრულეს.

და აი, ინდოეთში გამართულ 17-წლამდელთა მუნდიალზეც გვერდით არავინ დაიყენეს.

სტივენ კუპერის გაწვრთნილებმა ნახევარფინალში ბრაზილიას 3:1 აჯობეს, ფინალში კი თავიდან ცუდად აეწყოთ საქმე, 0:2-ს აგებდნენ ესპანეთთან... და საბოლოო ანგარიში? 5:2.

ერთი, რაც აშკარად ჩანს, ინგლისის ასაკობრივ ნაკრებებში აქცენტი აღარ კეთდება ფლანგიდან მაღალ ჩაწოდებებზე. მკვეთრად გამოასწორეს ბურთის გათამაშება და სისწრაფეში ჩაგრავენ მეტოქეებს.

ინგლისი - ესპანეთი 5:2 (1:2)

გოლები: 0:1 გომესი (10), 0:2 გომესი (31), 1:2 ბრიუსტერი (44), 2:2 გიბს-ვაითი (58), 3:2 ფოდენი (69), 4:2 გიუი (84), 5:2 ფოდენი (88)

ასაკობრივებში სასწაული პროგრესი აქვთ, აი, ეროვნულ ნაკრებს როგორ და როდის შეეტყობა, ესაა მთავარი.

0.118073