ფეხბურთი

17:10 | 28.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

"რობის" როლი

გიორგი ხარაიშვილმა დუბლი შეასრულა და "საბურთალომ" სტუმრად 2:0 მოუგო "სამტრედიას". ეს იყო ეროვნული ლიგის 32-ე ტურის პირველი მატჩი. "რობიმ" (ხარაიშვილის მეტსახელი) მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა და ფაქტობრივად, მან გადაწყვიტა თამაშის ბედი. შეგახსენებთ, ის ჩემპიონატის მესამე წრის საუკეთესო ფეხბურთელად დავასახელეთ.

ხარაიშვილმა ორივე გოლი მშვენივრად შეასრულა. პირველ ტაიმში ნოდარ იაშვილის გრძელი პასის შემდეგ, ახლო კუთხეში დაურტყა მეკარე ილია სტურიას - 0:1. იაშვილის პასი გიორგი კოხრეიძის მისამართით კეთდებოდა, მან ვერ დაიმორჩილა ბურთი და ამან მასპინძელთა მცველები დააბნია, ხარაიშვილი კი მცველებს შორის გაჩნდა და ზუსტად დაარტყა.

მეორე გოლს რაც შეეხება, ხარაიშვილმა საჯარიმოში აჯობა გიული მანჯგალაძეს და ათიოდე მეტრიდან ცაციით მაღალ კუთხეში დაარტყა - 0:2.

"საბურთალო" მეოთხე ადგილზეა და ეცდება, ეს პოზიცია შეინარჩუნოს. მესამეზე გასვლის შანსი კი, თითქმის არ აქვს, რადგან "სამტრედიას" რვა ქულით ჩამორჩება. მძიმე მარცხი იყო სამტრედიელთათვის - მათი ჩემპიონობის შანსი უკვე მიზერულია.

ეროვნული ლიგა.32-ე ტური

სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე

სამტრედია - საბურთალო 0:2 (0:1)

სამტრედია: სტურუა, კასრაძე (სამუშია 81), გოგიაშვილი, ნდონგი, ახალაძე, დათუნაიშვილი, მანჯგალაძე, რაჟამაშვილი, ოლაიტანი, გიი, საბანაძე

მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

საბურთალო: კუპატაძე, იაშვილი (ჩაბრაძე 86), თედო გრიგალაშვილი, მარგელაშვილი, ცნობილაძე, ტერა (ნადარაია 90+2), ხარაიშვილი, მამუჩაშვილი, მუეცი (ვოლკოვი 66), კოხრეიძე, შინდაგორიძე

მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

გოლები: 0:1 ხარაიშვილი (28), 0:2 ხარაიშვილი (65)

გაფრთხილება: გიი - მუეცი

მსაჯი: მაჭარაძე

0.113889