დღეს, იტალიის სერია A-ს ცენტრალური მატჩია: “მილანი” – “იუვენტუსი”. ძველი დრო აღარაა და უპირველესად ეს “როსონერიზე” ითქმის. ეს თამაში არ წყვეტს სკუდეტოს მიზეზს, მაგრამ მიუხედავად ამისა, იტალიური კლასიკოსების დაპირისპირება მაინც ყოველთვის დიდი ინტერესის ქვეშაა.
ახლაც ასეა – როგორც “მილანის” ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, უკვე გაიყიდა მატჩზე დასასწრები უკლებლივ ყველა ბილეთი – 78.326. შესაბამისად, “სან სიროზე” დღეს სრული ანშლაგი იქნება.
გარდა ამისა, როგორც ვარაუდობენ, 200-ზე მეტ სხვა და სხვა ქვეყანაში “მილანი” – “იუვეს” დუელს დაახლოებით 730 მილიონ მაყურებელი იხილავს...
მოკლედ, ინტერესი მართლაც განუზომლად დიდია და ვნახოთ, ახლა ჯერი ფეხბურთელებზეა. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
გუნდების სავარაუდო შემადგენლობა კი ასეთია:
"მილანი" (3-4-2-1): დონარუმა; ძაპატა, რომანიოლი, როდრიგესი; აბატე, ბილია, კესი, ბორინი; სუსო, ჩალჰანოღლუ; კალინიჩი
"იუვენტუსი" (4-2-3-1): ბუფონი; ლიხშტაინერი, რუგანი, კიელინი, ასამოა; პიანიჩი, ხედირა; კუადრადო, დიბალა, მანჯუკიჩი; იგუაინი