ფეხბურთი

18:56 | 27.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გიორგი მერებაშვილმა “ვისლასთან” გაახანგრძლივა

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი მერებაშვილმა პლოცკის “ვისლასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. როგორც პოლონური კლუბის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, მხარეებს შორის ხელშეკრულება ერთი წლით, 2019 წლის 30 ივნისამდე განახლდა.

მერებაშვილი “ვისლას” ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია. მიმდინარე სეზონში ჩვენებური ექსტრაკლასაში ჩატარებულ 13 შეხვედრაში 2 გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოირჩა.

გიორგი მერებაშვილი “ვისლას” 2016 წელს ბერძნული “ლევადიაკოსიდან” შეუერთდა და მას მერე “თეთრ-ლურჯების” რიგებში 48-ჯერ ითამაშა, 8 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119172