ფეხბურთი

17:34 | 27.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელები: იტალიამ ლატვიას მოუგო

17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, მე-13 ჯგუფში, იტალიამ 1:0 სძლია ლატვიას. მატჩი თბილისის “დავით პეტრიაშვილზე” გაიმართა.

ერთადერთი გოლი მე-19 წუთზე ნიკოლო ფაჯოლიმ გაიტანა. პატარა “სკუადრას” საკმაო სათამაშო უპირატესობა ჰქონდა და უფრო დიდი ანგარიშით მოგებაც შეეძლო.

ეს ჯგუფის მეორე ტურის პირველი მატჩი იყო, მეორე თამაში კი 18:00 საათზე დაიწყება “მიხეილ მესხზე”: საქართველო-მონტენეგრო. გამარჯვების შემთხვევაში, გიორგი ნემსაძის გაწვრთნილები ელიტ რაუნდში გავლენ, თუ არადა, ყველაფერს მესამე ტური გადაწყვეტს.

1. იტალია 2 2 0 0 4:0 6
2. საქართველო 1 1 0 0 1:0 3
3. ლატვია 2 0 0 2 0:2 0
4. მონტენეგრო 1 0 0 1 0:3 0

0.13526