ჩოგბურთი

17:06 | 27.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარტინა ჰინგისი კარიერას ასრულებს

ქალთა წყვილთა თანრიგის ყოფილი პირველი ნომერი, 37 წლის შვეიცარიელი მარტინა ჰინგისი წლის შემაჯამებელი ტურნირის დასრულების შემდეგ კარიერას დაასრულებს.

ჰინგისი ჩოგბურთს პროფესიონალურ დონეზე 1994 წლიდან თამაშობს. მარტინას ერთეულთა თანრიგში რეიტინგის პირველი პოზიცია 1997 წელს ეკავა. ჯამში, დიდი სლემის 25 ტიტული აქვს მოგებული (ერთეულთა თანრიგი – 5, წყვილები - 13, შერეული წყვილი – 7).

2017 წელს ჰინგისმა დიდი სლემი სამი ტურნირი ტრიუმფით დაასრულა.

28 ოქტომბერს, წლის შემაჯამებელი ტურნირის ნახევარფინალში, ჰინგისი-ჩანის დუეტი ბაბოში-ჰლავაჩკოვას წყვილს დაუპირისპირდება. თუ მარტინა წააგებს, ეს მის კარიერაში ბოლო შეხვედრა იქნება, გამარჯვების შემთხვევაში კი ფინალის შემდეგ დაემშვიდობება ჩოგბურთს.

0.155645