ჩოგბურთი

12:48 | 27.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერმა ფრანგული ბარიერი იოლად გაიარა

დიდი სლემის 19-გზის ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა ბაზელის ტურნირის 1/8-ფინალში ფრანგი ბენუა პერი იოლად 6:1, 6:3 დაამარცხა. როჯერს პერის დასამარცხებლად სულ 59 წუთი დასჭირდა. როჯერმა 9 შესაძლებლობიდან 4 ბრეიკი გამოიმუშავა, ხოლო ბენუას ერთი ბრეიკ-პოინტიც კი არ ჰქონია.

1/4-ფინალში როჯერი ფრანგ ადრიან მანარინოს შეხვდება. მატჩი 27 ოქტომბერს თბილისის დროით 21:00 საათზეა ჩანიშნული. ურთიერთშეხვედრებში შვეიცარიელი მეტოქეს 4:0-ს უგებს ისე, რომ ფრანგს ერთი სეტიც კი არ აქვს მოგებული.

0.118537