"მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი პოლ პოგბა, დიდი ალბათობით, მოედანს “ჩელსისთან” მატჩში დაუბრუნდება. 24 წლის ფრანგი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში “ბაზელთან” შეხვედრაში დაშავდა.
მიუხედავად იმისა, რომ “წითელი ეშმაკების” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ პოგბას გამოჯანმრთელების ზუსტი ვადა ჯერაც ვერ დაასახელა, L’Equipe-ს იტყობინება, რომ პოლი მოედანს 5 ნოემბერს დაუბრუნდება.
მიმდინარე სეზონში პოგბამ “მანჩესტერის” შემადგენლობაში 4 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.