ფეხბურთი

13:47 | 27.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი დამატებით დისკვალიფიკაციას არ მიიღებს

“პარი სენ ჟერმენის” ბრაზილიელი თავდამსხმელი ნეიმარი დამატებით დისკვალიფიკაციას არ მიიღებს. აღნიშნულ ინფორმაციას L’Equipe ავრცელებს.

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ განიხილა ნეიმარის საქმე და დამატებითი სასჯელის დაწესება საჭიროდ არ ჩათვალა. თავდამსხმელი მხოლოდ "ნიცას" წინააღმდეგ მატჩს გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი “მარსელთან” მატჩის 85-ე და 87-ე წუთებზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო გააძევეს, მოედნის დატოვებისას კი მეტოქე გუნდის გულშემატკივარმა მას სხვადასხვა ნივთები და წვენით სავსე ბოთლები ესროლეს.

0.132499