ფეხბურთი

23:10 | 26.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარიო ბალოტელის ნეიმარის წინააღმდეგ თამაში სურდა

ფრანგული “ნიცას” თავდამსხმელი მარიო ბალოტელი ბრაზილიელი ნეიმარის წინააღმდეგ თამაშის სურვილს გამოთქვამს. ლიგა 1-ის მეთერთმეტე ტურში “ნიცა” სწორედ პსჟ-ს დაუპირისპირდება, მაგრამ ნეიმარი ამ შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს.

“რა თქმა უნდა, პსჟ-სთან გამარჯვება შეგვიძლია. ეს რთული იქნება, მაგრამ შესაძლებელია. სამწუხაროა, რომ ნეიმარი ვერ ითამაშებს. მინდოდა პირადად მის წინააღმდეგ მეთამაშა”, - თქვა ბალოტელიმ.

გარდა ამისა, მარიო იტალიის ნაკრებში დაბრუნების სურვილიც გამოთქვა და განაცხადა, რომ მზადაა ისევ მოირგოს “სკუადრა აძურას” მაისური. თუმცა, იტალიური მედიის ცნობით, ჯამპიერო ვენტურა ბალოტელის ნაკრებში გამოძახებას ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩებისთვის არ აპირებს.

მიმდინარე სეზონში 27 წლის ფეხბურთელმა 9 თამაშში 7 გოლი გაიტანა. პსჟ – “ნიცას” შეხვედრა კი 27 ოქტომბერს გაიმართება.

0.121424